
ჩინეთის იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ფუ ჟენხუას ქრთამის აღებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას globaltimes ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით სასამართლომ დაადგინა, რომ ჟენხუა ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ მდგომარეობას, იღებდა ქრთამს, მფარველობდა ცალკეულ ბიზნესებს და მალავდა ძმის მძიმე დანაშაულების შესახებ მტკიცებულებებს.
გამოძიების ინფორმაციით, ჟენხუამ ქრთამის სახით 16,5 მილიონი დოლარი აიღო. მან ბრალი აღიარა და სახელმწიფოს ქრთამის სახით აღებული ფული დაუბრუნა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასიკვდილო განაჩენის აღსრულება 2 წლით გადაიდება, ორი წლის შემდეგ კი სასიკვდილო განაჩენი შესაძლოა სამუდამო პატიმრობით შეიცვალოს.