
გათავისუფლებული უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ არიან საუკეთესო ფიზიკურ მდგომარეობაში და ყველა მათგანი ახლა საავადმყოფოშია - ამის შესახებ აზოვის პოლკის ყოფილმა მეთაურმა ანდრეი ბილეცკიმ რადიო NV-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გათავისუფლებულ უკრაინელ გმირებს შორის ბევრია დაჭრილი და მათ ექიმები უკვე ამოწმებენ.
"აზოვის" ყოფილმა მეთაურმა თქვა, რომ ტელეფონით ესაუბრა აზოვის პოლკის მეთაურებს დენის პროკოპენკოსსა და სვიატოსლავ პალამარს (კალინა), რომლებიც თურქეთში გადაიყვანეს. ბილეცკის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი სამარტოო საკანში იმყოფებოდნენ, ფსიქოლოგიურად და მორალურად არ გატყდნენ და სურვილი აქვთ, მალე დაბრუნდნენ უკრაინაში.
შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედრო ტყვეების გაცვლა გასულ ღამეს მოხდა. უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 215 დამცველი გამოიხსნა. 124 ოფიცერი და აზოვის ხუთი ყველაზე ცნობილი მეთაური [დენის პროკოპენკო, სერხი ვოლინა, სვიატოსლავ პალამარი, ოლეგ ხომენკო , დენის შლეგა] ასევე, უკრაინის ეროვნული გვარდიიდან, უკრაინის გმირი ევგენი ბოვუ.
გარდა ამისა, სახლში დაბრუნდნენ კატერინა პოლისჩუკი ("ჩიტი") და ორსული სამხედროები - მარიანა მამონოვა, იანა შუმოვეცკა და ჩერნენკაია ანასტასია.
უკრაინამ 200 გმირი ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვალა, რომელმაც გამოძიებას ყველა შესაძლო მტკიცებულება უკვე მისცა. ხოლო 5 მეთაური - 55 რუსი ტყვეზე.
აზოვის მეთაურები თურქეთში, იმყოფებიან, სადაც შეთანხმებისამებრ, ომის დასრულებამდე დარჩებიან. ოფიცრების ადგილსამყოფელი მათი უსაფრთხოებისთვის გასაიდუმლოებულია.