ავია-რეისებით, რკინიგზით და ზღვით - რუსები ქვეყანას ყველა შესაძლო გზით ტოვებენ. მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველი რუსების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ სატრანსპორტო კომპანიებში კოლაფსი მოხდა. ახლა ავია-კომპანიებმა და რკინიგზამ ბილეთების რეალიზაცია შეწყვიტეს.
კილომეტრობით რიგებში ათასობით რუსი დგას სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში. საქართველოს გარდა ახალგაზრდა რუსი მამაკაცების ნაკადი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გადასვლასაც ცდილობს. ქვეყანაში დარჩენილები კი საპროტესტო აქციების გამართვას ცდილობენ და პუტინის რეჟიმი მათ სპეცრაზმელებს უპირისპირებს. უკვე დაკავებულია 1500-მდე ადამიანი, რომელმაც მობილიზაცია გააპროტესტა.
ავტორი: გუგა მაისურაძე