ორთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ერგნეთში შეხვედრა გაიმართება

გამოქვეყნდა:

ორთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

მოლაპარაკებების მთავარი თემა, საქართველოს იმ 3 მოქალაქის გათავისუფლებაა, რომლებიც ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩებიან.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო სამუშაოებიც იქნება.

შეხვედრა ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში 11:00 საათზე დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი