აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურების რამდენიმე მაღალჩინოსანს, ირანელი ქალების წინააღმდეგ ძალადობის და მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დარღვევის გამო, სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, სანქციები ასევე შეეხო ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის, სახმელეთო ძალების, ბასიჯის წინააღმდეგობის ძალების და ასევე სამართალდამცავი ძალების 7 მაღალჩინოსანს.

უწყების ცნობით, ირანის მორალის პოლიცია პასუხისმგებელია 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებაზე.

შეგახსენებთ, რომ მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გარდაცვლილის ოჯახი კი ამბობს, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ირანში საპროტესტო აქციები არ წყდება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი