"აშშ საქართველოზე "მეორე ფრონტის" გახსნისთვის ზეწოლას ახორციელებს" - ინალ არძინბა

გამოქვეყნდა:

 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, შეერთებული შტატები  საქართველოს  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ "ავანტიურული ნაბიჯის" გადადგმისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მინისტრის მტკიცებით, ამ პროცესში აქტიურ არიან ჩართული ამერიკის საელჩო თბილისში და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID.

არძინბა ამბობს იმასაც, რომ ჯონ პენელი, რომელიც ადრე უკრაინასა და ლიბიაში მუშაობდა, აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა. 

"მან საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უკვე დაიწყო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მათ მორიგი სამხედრო ავანტიურა გაატარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ  გახსნან ე.წ. მეორე ფრონტი", - თქვა არძინბამ

არძინბას დასკვნით, დასავლეთი სხვადასხვა ქვეყანაში ერთი პრინციპით მუშაობს - "ყველაფერი ჰუმანიტარული ქმედებებით იწყება და სახელმწიფო გადატრიალებით მთავრდება". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი