
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ხუთი ოფისის დაწვა სცადეს - გახშირდა ადმინისტრაციულ შენობებში ხანძრის შემთხვევებიც.
არსებული ინფორმაციით, 23 სექტემბრის ღამეს, უცნობმა პირებმა ხაბაროვსკში სამხედრო სამსახურს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.
მანამდე ისინი ცდილობდნენ სამხედრო სამსახურების გადაწვას ამურის რაიონის ქალაქ სვობოდნიში, სანქტ-პეტერბურგში, ორენბურგის ოლქში, გაიში, და ასევე ტრანსბაიკალიის სოფელ კირაში.
23 სექტემბრის ღამეს, ხანძარი გაჩნდა ვოლგოგრადის ოლქის კამიშინის მერიაში და ალტაის სოფელ ცელინის კულტურის სახლში, სადაც მდებარეობს სოფლის საკრებულოს ადმინისტრაცია.
ამ შემთხვევების შემდეგ, პოლიციას დაევალა რაიონული სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილებების ყოველ 2 საათში ერთხელ შემოწმება.