გავუზიარე დოკუმენტები სანქციების თავიდან არიდებაზე - ხოშტარია კიევში შეხვედრებს მართავს

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ კიევში შეხვედრებს მართავს. მისი თქმით, დღეს ვიზიტის პირველი დღეა და საუბრის თემებს შორისაა სანქციების თავიდან არიდების შემთხვევები და ოლიგარქიული მმართველობის კავშირები კრემლთან.

"საინტერესო შეხვედრები მაქვს კიევში. დღეს პირველი დღეა და გიზიარებთ თემებს, რაზეც ვსაუბრობთ შეხვედრებზე:

  1. კარგად ხვდებიან, რომ ხალხის მხარდაჭერა მაღალია მიუხედავად მთავრობის პრორუსულობისა
  2. უკრაინა რეგიონალური ლიდერია და რეგიონში პუტინის საყრდენების მოშორება საერთო ამოცანაა.
  3. გავუზიარე მასალები, დოკუმენტები სანქციების თავიდან არიდების შემთხვევებზე და ოლიგარქიული მმართველობის კავშირებზე კრემლთან. სამუშაო რეჟიმში მუდმივად მივაწვდით ინფოს
  4. გვინდა თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე
  5. უკრაინელი დევნილებისთვის საერთაშორისო ფონდებზე ერთად ვიმუშავებთ, რადგან მთავრობა არაფერს შვება
  6. მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარია", - წერს ელენე ხოშტარია. 

ცნობისთვის, "დროა" პერიოდულად აქვეყნებს მასალებს და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი