
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში - ერთმანეთს ბეჟან წაქაძე და დავით კირკიტაძე დაუპირისპირდნენ. ქართული ოცნების დეპუტატის გაღიზიანება კირკიტაძის გამოსვლამ და დეპუტატისადმი მიმართვამ გამოიწვია, რის შემდეგაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დავით კირკიტაძემ პარლამენტში მყოფ ჯანდაცვის მინისტრს ის ჩავარდნილი რეფორმები და დაპირებები შეახსენა, რაც ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოსახლეობას მისცა.