მედვედჩუკი რუსეთში გავაგზავნეთ - ერდოღანი

გამოქვეყნდა:

პრორუსი ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინელ სამხედროებზე გაცვალეს, თურქეთიდან რუსეთში გავაგზავნეთ - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა "მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ომის დასასრულებლად"

გარდა ამისა ერდოღანი ამბობს იმასაც, რომ  გაცვლის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის შუამავლობით, პუტინთან დიპლომატიური მიმოწერის დროს მიიღეს.

"ეს ყველა ჩვენი სტუმარია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მათგანზე, მედვედჩუკზე. ჩვენ ის რუსეთის ფედერაციაში გავაგზავნეთ და  მტკიცედ ვაგრძელებთ პროცესს", - თქვა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გუშინ 215 უკრაინელი ჯარისკაცი, "აზოვსტალის" მცველები, მათ შორის 10 უცხოელი გათავისუფლდა. სანაცვლოდ რუსეთს დაუბრუნეს ოლიგარქი, ვიქტორ​ მედვედჩუკი და 55 ოკუპანტი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი