
სირიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 71 ადამიანი, -ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნავი ლიბანის ქალაქ მიეიდან ევროპის მიმართულებით მიცურავდა. გადარჩენილები ქალაქ ტარტუსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით ნავში 120-დან 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად ლიბანელები, სირიელები და პალესტინელები, მათ შორის ქალები და ბავშვები.
ნავის ჩაძირვის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.