ვლადიკავკაზში, ქვეყნიდან გასვლის მსურველთა სიმრავლის გამო, საქართველოს მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა

გამოქვეყნდა:

ვლადიკავკაზში, ქვეყნიდან გასვლის მსურველთა სიმრავლის გამო, საქართველოს მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა, - ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, შეზღუდვები 23 სექტემბრის გვიან ღამით დაწესდა და დაახლოებით 03:30 საათზე ქალაქ ვლადიკავკაზში, მოსკოვსკისა და კოსტას გამზირების კვეთაზე, მოძრაობა საგზაო პოლიციის პოსტთან შეჩერდა. 

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ უშვებენ მხოლოდ ადგილობრივი ნომრის მქონე ავტომობილებს, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი საქართველოს საზღვრისკენ მიემართება ფეხით, სკუტერით, ველოსიპედით ან საზღვრამდე მიყვანისთვის ადგილობრივ მოსახლეობას ფულს უხდის.

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება კი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი