
უკრაინამ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 9 000 დამცველი დაკარგა - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ISLND TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Ukrinform.
„თუ მათ უკვე ჰყავთ 50 000-ზე მეტი დაღუპული, ჩვენი დაღუპულების რაოდენობა დაახლოებით არის 9 000" - თქვა მალიარმა.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ომის დროს სამხედრო ინფორმაციის გავრცელების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. მისივე თქმით, მტერი ინფორმაციას უკრაინული ღია წყაროებიდან იღებს.
როგორც მალიარმა აღნიშნა, სამხედროებისთვის მტრის მოკლული პერსონალის რაოდენობა არის ინდიკატორი, რომლითაც იზომება ომის გარკვეული ტექნოლოგიების ეფექტურობა.