ფინეთი რუსებს ქვეყანაში შესვლას შეუზღუდავს

გამოქვეყნდა:

ფინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ემზადებიან, "სერიოზულად შეზღუდონ რუსეთის მოქალაქეების შესვლა ფინეთის საერთაშორისო პოზიციის სერიოზული ზიანის გამო".

BBC-ის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰავისტო უახლოეს საათებში პრესკონფერენციას გამართავს და გადაწყვეტილების დეტალებზე ისაუბრებს.

რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ფინეთის საზღვარზე რუსების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - კვირის დასაწყისში 3 100-დან დაახლოებით 6 500-მდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი