SBU იძიებს ოკუპანტებთან თანამშრომლობის 1 600-ზე მეტ საქმეს - 420 ადამიანი სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური [SBU] იძიებს ოკუპანტებთან თანამშრომლობის ფაქტების 1 600-ზე მეტ საქმეს, ხოლო 420 ადამიანი უკვე სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია - ამის შესახებ SBU-ს პრესსპიკერმა, არტემ დეხტიარენკომ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, უკრაინის უშიშროების სამსახურის გამომძიებლებმა ღალატისა და მტერთან თანამშრომლობის მუხლით, 1600-ზე მეტი  სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. 420 ადამიანის დანაშაულის დამადასტურებელი მასალები უკვე სასამართლოშია.

„SBU-ს მასალების მიხედვით, დაახლოებით 420 ადამიანი, რომელთა მიმართ ჩვენმა გამომძიებლებმა შეაგროვეს თანამშრომლობისა და ღალატის მტკიცებულებები, მალე სასამართლო განაჩენს მიიღებს. დანაშაულის ხარისხიდან გამომდინარე, მათ მოუწევთ გისოსებს მიღმა 15 წლის გატარება, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა დეხტიარენკომ.

მისივე თქმით, 24 თებერვლიდან SBU-ს გამომძიებლებმა წინასწარი გამოძიება 32 000-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს. მათი უმეტესობა ეხება ოკუპანტების სისასტიკეს და ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას.

„SBU-ს გამომძიებლები ყოველდღიურად ხსნიან 160 ახალ სისხლის სამართლის საქმეს. ანუ ყოველ საათში სპეცსამსახური ამხელს სულ მცირე 6 დანაშაულს უკრაინის წინააღმდეგ.“ - დასძინა SBU-ს სპიკერმა და ყველას შეახსენა, რომ სახელმწიფოებრიობის საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი