რუსეთში საბინაო და კომუნალური მომსახურების ტარიფები გაორმაგდება

გამოქვეყნდა:

რუსეთში საბინაო და კომუნალური მომსახურების ტარიფები გაორმაგდება - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ტარიფის ინდექსაცია განხორციელდება დაგეგმილზე რვა თვით ადრე - 2022 წლის 1 დეკემბერს, ნაცვლად მანამდე დაანონსებული 2023 წლის ივლისისა. 

რუსული მედიის ცნობით, ტარიფის ცვლილება გავლენას მოახდენს ცხელი და ცივი წყლის, ელექტროენერგიის, გათბობის, გაზისა და მუნიციპალური მყარი ნარჩენების გადასახადზე.

სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ტარიფების მთლიანი ზრდა 9%-ს არ გადააჭარბებს. რუსეთში ტარიფების ზრდაზე გადაწყვეტილება ამგვარად ახსენეს: "რათა უზრუნველვყოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით საბინაო და კომუნალური მომსახურების ინფრასტრუქტურის შეუფერხებელი ფუნქციონირება და განვითარება, მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის საბინაო და კომუნალური მომსახურების მიწოდების შენარჩუნებით". 

ცნობისთვის, რუსული მედია წერს, რომ ტარიფის ზრდა წელს მეორედ მოხდება. პირველად 2022 წლის 1 ივლისს - საშუალოდ 4%-ით გაიზარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი