"ყველა გარბის იქ, სადაც შეუძლია" | "მობილიზაციას" რუსები ბაქოშიც გაექცნენ

გამოქვეყნდა:

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსები გარბიან ქვეყნებში, სადაც უვიზოდ შესვლა შეუძლიათ - ერთ-ერთი მათგანი აზერბაიჯანია.

BBC-ის აზერბაიჯანული სამსახური გაესაუბრა წვევამდელებს, რომლებიც აზერბაიჯანში რუსეთიდან ბოლო დღეებში ჩავიდნენ.

ბილეთები ბაქოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დედაქალაქებში, რომლებიც რუსებს უვიზოდ იღებენ, მობილიზაციის გამოცხადების დღიდან 9-10-ჯერ გაძვირდა. ბაქოში ჩასულმა რუსეთის მოქალაქემ თქვა, რომ ბიზნესი რუსეთში იმიტომ დატოვა, რომ ბრძოლა არ სურდა.

"ხალხი დაბნეულია, ისინი ეძებენ გაქცევის გზას", - ამბობს BBC-ის კიდევ ერთი წყარო, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა. იგი აღნიშნავს, რომ მობილიზაციის განკარგულებაში არ არის მითითებული წვევამდელების ასაკი და ზოგადად გაურკვეველია დაქირავების კრიტერიუმები.

"ყველა გარბის, სადაც შეუძლია: ეგვიპტეში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. ჩვენ აზერბაიჯანში ჩავედით, ბილეთი აქ ვიშოვეთ, თუმცა მინდოდა სტამბულში წასვლა", - განუცხადა BBC-ს ახალგაზრდამ, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი