"საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია...სერიოზული შეკითხვები გაქვთ? | კალაძე ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების შესახებ არასერიოზულს უწოდებს.

ჟურტნალისტმა კალაძეს ჰკითხა, რას ფიქრობს ივანიშვილის დასანქცირებაზე, თუმცა კალაძემ შეკითხვას არ უპასუხა და ამის ნაცვლად, ჟურნალისტს სიტყვიერად დაესხა თავს.

"საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია? გაქვთ სხვა შეკითხვები? სერიოზული შეკითხვები გაქვთ? თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე, არ ინერვიულოთ, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ, თქვენი რეალური მდგომარეობა რომ შეაფასოთ და ნახოთ, სად და რა მდგომარეობაში იმყოფებით, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს თუ გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი გაქვთ სანერვიულო", - თქვა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 15-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სავარაუდო სანქციების სამიზნეები ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები არიან. გუშინ კი უკრაინულმა უწყებამ თქვა, რომ ორ კვიორაში გახდება ცნობილი, თუ ვის დაეკისრება სანქციები დასავლეთის მხრიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი