რუსეთმა მდინარე ჩრდილოეთის დონეცის კაშხალზე იერიში მიიტანა - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, 21-22 სექტემბერს რუსეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, ჩრდილოეთის დონეცის მდინარეზე, პეჩენეგის კაშხალზე იერიში მიიტანა. დაზვერვის ცნობით, თავდასხმებს წინ უძღოდა 15 სექტემბრის იერიში ცენტრალური უკრაინის ქალაქ კრივოი როგთან ახლოს მდებარე კაშხალზე.

ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერია, რომ რუსეთის ძალები შესაძლოა, მიზანში იღებდნენ კაშხლის კარიბჭეებს, საიმისოდ, რომ დაიტბოროს უკრაინის არმიის გადასასვლელი პუნქტები.

დაზვერვის თანახმად, რუსეთის იერიშებს, სავარაუდოდ, არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი შეფერხება უკრაინის სამხედრო ოპერაციებში, დაზიანებულ კაშხლებსა და საომარ ზონებს შორის დისტანციის გამო.

ფოტო: რადიო თავისუფლება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი