ე.წ. რეფერენდუმი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე - რას ამბობენ უკრაინელები და რას აშუქებს რუსული მედია

გამოქვეყნდა:

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი გრძელდება. 

კიევის მოსახლეობა რეფერენდუმს სიყალბეს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მიზანი უკრაინელების დაშინებაა.

"ეს რეფერენდუმი არის ბლეფი, სისულელე და პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთადერთს - ჩვენი და დასავლეთის დაშინებას", - ამბობს კიევში მცხოვრები.

"ისინი კიდევ უფრო დიდ კონფლიქტს პროვოცირებენ, ეს არის მდგომარეობა, როცა ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონებას ე.წ. რეფერენდუმით ცდილობენ, ბუნებრივია არ გამოვა, ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილი იყო და ასეთად დარჩება",  - ამბობს უკრაინის მოქალაქე.

"ფეიკი, რომელიც ჩვენ არაფერში გვჭირდება. ჩვენ უკრაინელები ვართ და რუსული არაფერი გვჭირდება, რადგან პუტინი არის ბოროტება", - თქვა კიევში მცხოვრებმა.

"ვფიქრობ, ჩვენს ხალხს პუტინის აღარ ეშინია, რადგან ჩვენ დიდი ხანია გადავწყვიტეთ - ან უკრაინა ან სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ შვილებიც მყავს, ქმარიც, რომელიც ახლაც ომშია, მე არაფრის მეშინია. არ მეშინია პუტინის, დიდი ხანია გავაკეთე არჩევანი - ან ვიცხოვრებ თავისუფალ ქვეყანაში ან სიკვდილი მელოდება", - ამბობს კიევში მცხოვრები.

პარალელურად, განსხვავებულ რეალობას აჩვენებს რუსული პროპაგანდისტული მედია. სამთავრობო მედიები დილიდან ამტკიცებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება, გარდა ამისა ყველა რუსულ არხზე ერთი და იგივე განცხადებები გადის, რომელშიც ჩანს, რომ თითქოს  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს რუსეთთან შეერთება სურთ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი