G7 უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმს გმობს

გამოქვეყნდა:

დიდი შვიდეული ქვეყნები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ნაწილებში რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმს გმობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

G7-ის წევრები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ქმედებები არღვევს გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. რეფერენდუმს არავითარი იურიდიული ეფექტი და ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

"ეს რეფერენდუმები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც იძულებით იქნა მოქცეული რუსეთის დროებითი კონტროლის ქვეშ, არანაირად არ წარმოადგენს უკრაინელი ხალხის ნების ლეგიტიმურ გამოხატულებას, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მცდელობებს საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლაზე. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ რეფერენდუმებს, რომლებიც, როგორც ჩანს, არის ნაბიჯი რუსული ანექსიისკენ და ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ სავარაუდო ანექსიას, თუ ეს მოხდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, დიდი შვიდეულის წევრები განცხადებაში ბირთვულ იარაღზე პუტინის მუქარას გამოეხმაურნენ. G7-ის წევრები გმობენ "რუსეთის მიზანმიმართულ პროვოკაციულ ნაბიჯებს, მათ შორის ნაწილობრივ მობილიზაციასა და უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას".

G7-ის ქვეყნები სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ, არ აღიარონ ე.წ. რეფერენდუმი და აღნიშნავენ, რომ ქვეყნები მზად არიან დააკისრონ შემდგომი ეკონომიკური სანქციები რუსეთსა და კერძო პირებსა თუ სუბიექტებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი