არ მოექცეთ გავლენის ქვეშ, ჩვენ შორის ურთიერთობის განადგურებას ცდილობენ | თეირანი კიევს

გამოქვეყნდა:

უკრაინის გადაწყვეტილებას აკრედიტაცია გაეუქმებინა ირანის ელჩისთვის და საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეემცირებინა, ირანი არასწორ ნაბიჯად აფასებს.

უკრაინის მხარის გადაწყვეტილებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი,  ნასერ ქანაანი გამოეხმაურა

ქანაანის თქმით, უკრაინა უნდა ეცადოს, "მესამე მხარის გავლენის ქვეშ არ მოექცეს, რომლებიც თეირანსა და კიევს შორის ურთიერთობის განადგურებას ცდილობენ".

შეგახსენებთ, უკრაინამ ირანის ელჩის აკრედიტაცია გააუქმა და ირანის საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამის მიზეზი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი