უცხოეთიპატიმრობა სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარისა და ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებისთვის | პუტინის ახალი ბრძანებაგამოქვეყნდა: შაბათი, 24 სექტემბერი, 2022 - 17:23
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც 15-წლამდე პატიმრობა შეეხება მათ, ვინც: ნებაყოფლობით ჩაბარდებიან ტყვედ - 10 წლამდე პატიმრობა; ძარცვა - 15 წლამდე პატიმრობა; საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა - 3 წლამდე პატიმრობა; სამხედრო მოსამსახურეების გაწვევისა და გაწვევის სამსახურში გამოუცხადებლობა - 10 წლამდე პატიმრობა; სახელმწიფო თავდაცვის ბრძანებით გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობების განმეორებით დარღვევა - 8 წლამდე პატიმრობა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამ დროისთვის, დეტალები უცნობია.