ტურიზმი თუ მიგრაცია | საქართველოში "მობილიზაციას" გამოქცეული რუსების ნაკადი არ წყდება

გამოქვეყნდა:

გამოქცეული დეზერტირები თავშესაფარს საქართველოში ეძებენ. ლარსამდე რუსეთის მხრიდან რიგი 14 კილომეტრზე მეტია. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან 2 000-მდე მანქანა დგას. საცობს რომ თავი დააღწიონ, ლარსამდე მოდიან სკუტერებითაც. 

ათასობით ადამიანის ცოცხალი რიგი და ამდენივე მანქანა იმ რუსებისაა, ვისაც პუტინის ომში მონაწილეობის მიღება არ უნდა და სამშობლოდან გაქცევას ცდილობს. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა -  უკრაინასთან ომის დაწყებიდან 7 თვის თავზე - ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

ომში იწვევენ ყველას, მათ შორის ეთნიკური წარმოშობის ქართველებსაც, ვინც რუსეთის მოქალაქეობა თუნდაც ამ წელს მიიღო. ვისაც უკრაინასთან ომში სიკვდილი არ უნდა, ახლა საქართველოს საზღვრებს მოადგა. ეს სავარაუდოდ მხოლოდ დასაწყისია. სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ ასობით სხვადასხვა ჯგუფია შექმნილი, სადაც ქვეყნიდან გაქცევის მსურველი რუსები არკვევენ - როგორ და რა გზით  ჩამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

მმართველი პარტია ამ ყველაფერზე დუმს. გაზრდილი საფრთხეების ფონზე, "ოცნების" ხელისუფლებას ჯერ განცხადებაც კი არ გაუკეთებია, აპირებს თუ არა რეგულაციების დაწესებას იმისათვის, რომ რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში უკონტროლო არ გახდეს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი