
შსს ბათუმში პოლიციელებისთვის მშენებარე კორპუსების დასასრულებლად ტენდერს აცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბერს იწყება. მშენებლობის სავარაუდო ღირებულებად 4 023 601 ლარია მითითებული.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ორ 11 სართულიან კორპუსში ჯამში 88 საცხოვრებელი ბინა იქნება განთავსებული, თითოეულის ფართი კი 77,4 კვადრატული მეტრი.