"ამ დროისთვის ლარსზე რიგში 2,3 ათასი მანქანაა" | ჩრდ. ოსეთის შსს-ს მიმართვა რუსებს

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსებს, არ წავიდნენ საქართველოში ლარსის გამშვები პუნტქის გავლით. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის, რიგში 2,3 ათასი მანქანაა.

მათივე ცნობით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსები ქვეყნიდან საქართველოში, ფინეთში, ყაზახეთსა და მონღოლეთში გარბიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი