"ირანი მტკიცედ უნდა გაუმკლავდეს საპროტესტო გამოსვლებს" | ირანის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის თქმით, "ირანი მტკიცედ უნდა გაუმკლავდეს საპროტესტო გამოსვლებს", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

რაისის თქმით, საპროტესტო გამოსვლებს ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო რაც, ისლამური რესპუბლიკის "მორალის პოლიციის" მიერ დაკავებული ქალი დაიღუპა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კი საპროტესტო აქციების შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, პროტესტი კი ქვეყნის 31 პროვინციში გავრცელდა.

​შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, რასაც შეტაკებებიც მოჰყვა, არიან დაღუპულებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი