"ვლადიკავკაზიდან ფეხით ჩამოვედი, 25 კმ გამოვიარე" - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ისევ რიგებია

გამოქვეყნდა:

რუსეთ-საქართველოს საზღვართან ვითარება უცვლელია - ადგილზე კვლავ სამანქანო რიგებია. იმ მოქალაქეების ნაწილს, კი ვისაც რუსეთიდან გაქცევა სურს, საქართველოს საზღვარზე შემოსვლა ფეხით უწევს.

"ვლადიკავკაზიდან ფეხით ჩამოვედი, სულ 5 საათი დამჭირდა, 25 კილომეტრი გამოვიარე. რუსეთიდან იმიტომ გამოვრბივარ, რომ ომში მონაწილეობის მიღება არ გვინდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 სექტემბრიდან საზღვარი ჩაიკეტება, ჯერჯერობით თბილისში ვაპირებ დარჩენას, დოკუმენტები უნდა მოვამზადო და ოჯახი კანადაში უნდა წავიყვანო", - ამბობს საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქე.

საზღვარზე რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთში პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. განკარგულების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. 

ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 18-55 წლის მამაკაცებს შესაძლოა რუსეთის ტერიტორიის დატოვება აეკრძალონ, ინფორმაცია ჯერ დაუდასტურებელია, თუმცა ამის შესახებ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიც საუბრობენ. 

ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი