სადამდე წავა თეა წულუკიანის ფანტაზია - კულტურის მინისტრმა, რომელმაც თავის დროზე "მთავარი არხის" მიკროფონი მოიპარა, ამჯერად პირველყოფილი ადამიანის, 1.8 მლნ წლის წინათ მცხოვრები ჰომოერექტუსის კბილი გაიტაცა და სადღაც გადამალა.
როგორც ის გვარწმუნებს, კბილი საიმედო ადგილას ინახება. სამაგიეროდ, სულ უფრო უიმედო ხდება იმ მეცნიერების მდგომარეობა, რომელიც ჯერ კულუტურის სამინისტროს რეპრესიებში გაატარეს, აღიარების ნაცვლად დილეტანტებად გამოაცხადეს და ახლა აბსურდული გამოძიებით ემუქრებიან.
კბილი, რომელზეც ჩვენ გასულ კვირასაც მოგიყევით, ბოლო თვეებია მსოფლიოს წამყვანი ანთროპოლოგების ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა იყო, ეს თემა კი მათ სწორედ ამ ქართველი არქეოლოგების აღმოჩენამ მისცა. თუმცა ამ ყველაფერს კულტურის სამინისტრო შორიდან და ჩუმად უყურებდა. როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლება მხოლოდ თავის მომენტს ელოდებოდა - ანგარიშსწორების ახალი ეპიზოდის დასაწყებად.