თავსმოხვეული "რეფერენდუმი" | ბირთვული შანტაჟის ახალი ერა

გამოქვეყნდა:

ბირთვული შანტაჟის ახალი ერა - რეფერენდუმები, რომლებსაც ახლა რუსი ოკუპანტები უკრაინის რამდენიმე რეგიონში სახელდახელოდ ატარებენ, სწორედ ამ შანტაჟის ნაწილია. ბრძოლა რუსულმა არმიამ და პუტინმა წააგეს. ხერსონის, ლუგანსკისა და მელიტოპოლის გათავისუფლება დღეების თუ არა კვირების ამბავია.

პუტინს ერთადერთი სვლა რჩება, კიდევ უფრო გამწვავება. რეფერენდუმების გზით ის ვითომდა ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად აღიარებს და უკრაინელების კონტრშეტევას თავდასხმად შეაფასებს და ბირთვულ პროტოკოლს აამოქმედებს.

ცხადია ეს ბლეფია - რომელზეც ახლა რუსეთის დიქტატორი ყველაფერს დებს, საკუთარი სიცოცხლის ჩათვლით. ამ ფონზე კი იყო ძალიან ბევრი ნათელი წერტილი - აზოვსტალის გმირების სამშობლოში და ოჯახებში დაბრუნება, და იყო ურკაინული არმიის იდევ უფრო წინ სვლა აღმოსავლეთით.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი