დაღესტანში მობილიზაციას აპროტესტებენ - პოლიციამ ხახლის დასაშლელად ჰაერში ცეცხლი გახსნა

გამოქვეყნდა:

25 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, დაღესტნის სოფელ ენდირეის მოსახლეობამ ხასავიურთ-მახაჩკალას ფედერალური გზა გადაკეტა. ადგილობრივები მობილიზაციას აპროტესტებენ. "მედუზა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციამ ჰაერში ცხეცხლი გახსნა.

ცნობილია, რომ სოფლიდან მობილიზაციის ფარგლებში 110 ადამიანი გამოიძახეს.

დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში გაწვევის პირველ დღეს, 21 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ ორი ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი