რუსეთში მობილიზაციაზე გაწვეულმა კაცმა ცეცხლი გახსნა და სამხედრო კომისარი დაჭრა [VIDEO]

გამოქვეყნდა:

 რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ქალაქ უსტ-ილიმსკში მობილიზაციაზე გამოწვეულმა კაცმა კომისარიატში ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გახსნა და სამხედრო კომისარი დაჭრა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო ტელეგრამ არხზე ვრცელდება. შემთხვევა ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმაც დაადასტურა.

ოლქის კომისარიატში სროლა ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით,  სამხედრო კომისარს, რომელსაც გულ-მკერდის არეში ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, ოპერაციას უტარებენ. მის გარდა არავინ დაშავებულა. 

თავდამსხმელი რუსლან ზინინია. ტელეგრამზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის უკვე დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი