
ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ისევ კილომეტრიანი რიგებია. პუტინის მობილიზაციას გამოქცეულები საათობით დგანან საცობში, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში შემოვიდნენ.
"ძალიან დიდი რიგებია, ქართველი მესაზღვრეები არაფერს არ მეკითხებიან საერთოდ, პასპორტი გამომართვეს უბრალოდ და ბეჭედი დაარტყეს", - თქვა ერთ-ერთმა შემოსულმა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვრის ჩაკეტვას აპირებს, თუმცა ეს ცნობები ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არაა.
"მოსახლეობის უმრავლესობას, უბრალოდ, აღარ უნდა იქ ყოფნა და ამ საშინელებაში მონაწილეობა" - ამბობს კიდევ ერთი რუსეთის მოქალაქე.
პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა, ამის შემდეგ რუსეთიდან მოქალაქეები სხვადასხვა მიმართულებით გასვლას ცდილობენ.