ჩვენ დროს პროკურატურა სრულად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით - კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და, ამასთან, მუდმივად ვითარდება. მე მინდა, ჩვენს გენერალურ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს და მის პროფესიონალთა გუნდს მადლობა გადავუხადო". 

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წლიურ 27-ე კონფერენციაზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი