არ ვფიქრობ, რომ ეს ბლეფია - ზელენსკი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პუტინის მუქარაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მუქარა ბირთვულ იარაღთან დაკვშირებით, შესაძლოა რეალური იყოს.

"შეიძლება გუშინ ეს ბლეფი იყო, მაგრამ ახლა ეს შეიძლება რეალობა იყოს. არ ვფიქრობ, რომ ეს ბლეფია", - თქვა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. განკარგულების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. ამის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი