ყაზახეთის სასაზღვრო ქალაქებში საცხოვრებლის პოვნა თითქმის შეუძლებელია - გაქცეული რუსები კინოთეატრში შეუშვეს

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სულ რაღაც სამ დღეში 20-დან 23 სექტემბრის ჩათვლით დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში 9 000 რუსეთის მოქალაქე ჩავიდა. BBC წერს, რომ სასაზღვრო ქალაქებში საცხოვრებელი ადგილის პოვნა თითქმის შეუძლებელია.

ყაზახეთში, ურალსკში მდებარე კინოთეატრ CinemaPark-ის ხელმძღვანელობამ რუსები ღამის გასათევად კინოდარბაზში შეუშვა.

"დარბაზი გავათავისუფლეთ, ჩაი მივიტანეთ, მოხალისეებმა ცხელი კერძები მოიტანეს. ასე რომ, ჩვენ შევიკრიბეთ დაახლოებით ოთხი დარბაზი და ეს არის დაახლოებით 200 ადამიანი", - ამბობს კინოს დირექტორი. 

BBC წერს, რომ ყაზახეთი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გაქცეული მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი