ევროკავშირის ახალი ელჩი საქართველოში, პავენ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ქართველებისა და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოშვების საკითხი.
დიპლომატმა განცხადება "მთავარ არხთან" ინტერვიუში გააკეთა.
"სამწუხაროდ, მე ვერ ვისაუბრებ და ვერ გეტყვით რა პოზიცია უნდა არსებობდეს საკითხზე. ეს ქართველებისა და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებაზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ რუსების ღელვა გამოიწვია. თუმცა ეს საქართველოს გადასაწყვეტია", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისი განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს:
"ევროკავშირის აქტიურად მონაწილეობას ჟენევის დისკუსიების პროცესში. ასევე ვმუშაობთ საქართველოს მედგრობის გასაძლიერებლად რათა მზად შეხვდეს ნებისმიერ გამოწვევას. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს", - თქვა ელჩმა.
საზღვარზე რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთში პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. განკარგულების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება.
ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ.