რუსეთის მხრიდან ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ

გამოქვეყნდა:

თვითმხილველების თქმით, რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის საგუშაგოსთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები ბლოგ-პოსტის მოწყობას აპირებენ. 

ინფორმაცია, ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

ფოტოებში ჩანს, რომ სამხედროები საზღვართან ჯავშანტრანსპორტით მივიდნენ, ისინი შეიარაღებულები არიან.

NEXTA წერს, რომ FSB ადასტურებს, რომ ჯავშანტრანსპორტიორი სამხედროებთან ერთად ზემო ლარსის საგუშაგოზე ჩავიდა.

ცნობისთვის, ლარსის გამშვებ პუნქტზე კილომეტრიანი რიგებია, რუსები მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოსვლას ცდილობენ.

🔴 არა რუსულ კანონს! | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი