გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა, ისე გამსვლელთა რაოდენობა - ხუციშვილი

გამოქვეყნდა:

"შემოსავლების სამსახური მუშაობს ნამდვილად განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია ნაკადები როგორც სატვირთო მიმართულებით, ასევე ფიზიკური პირების, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს. სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს, არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის საზღვრის კვეთასთან დაკაავშირებით, გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა, ასევე, ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობა და შესაბამისად, მკაცრად ხდება ამ საკითხების მონიტორინგი".

ასე პასუხობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებულ ვითარებასა და საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ მაჩვენებელზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი