რუსეთს საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია - პესკოვი

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფონზე, ქვეყანას საზღვრის ჩეკეტვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

"არაფერი ვიცი ამასთან დაკავშირებით. ამჟამად არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაწვევა მოქალაქეთა ნაწილმა შემთხვევით და არასწორად მიიღო. მისი თქმით, შეცდომებს რეგიონის გუბერნატორები და თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში რუსულ მედიებში ინფორმაცია ვრცელდება, რომ კრემლი საზღვრის ჩაკეტვას აპირებს სამხედრო ასაკის კაცებისთვის. ცნობები არ ვრცელდება რუსულ სამთავრობო მედიებში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. განკარგულების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. ამის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი