
ჩრდილოეთ ფილიპინებში ტაიფუნს 6 ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას Abcnews ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 5 მაშველია, რომლებიც ნავით გადაადგილდებოდნენ და წყალდიდობაში ჩარჩენილ მოსახლეობას ეხმარებოდნენ, რა დროსაც, ჩამონგრეულ კედელს დაეჯახნენ და დაიღუპნენ.
ტაიფუნმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. დაზიანდა 6000-ზე მეტი სახლი, რის გამოც 52 000-ზე მეტი ადამიანი თავშესაფარში გადაიყვანეს.