IAEA- მ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხო ზონის შექმნასთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო

გამოქვეყნდა:

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაიწყო მოლაპარაკებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოების ზონის შექმნასთან დაკავშირებით - ამის შესახებ IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ Twitter-ზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრას მართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ბონი ჯენკინსთან.

"აქცენტი კეთდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დაცული ბირთვული უსაფრთხოების ზონის სასწრაფოდ შექმნაზე. პრიორიტეტად რჩება მუშაობა უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების გარანტიაზე და შეერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან დასაფასებელია", - წერს ის.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი 4 მარტს აიღეს. რუსეთი უარს ამბობს სადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე. ოკუპანტები პერიოდულად ბომბავენ სადგურსაც და მის მიმდებარე ტერიტორიასაც.

უკრაინის მთავრობის მოთხოვნით, IAEA-ს ექსპერტების მისია სექტემბრის დასაწყისში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებოდა.

2 სექტემბერს IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ორი ექსპერტი ატომურ სადგურზე მუშაობას მუდმივ რეჟიმში გააგრძელებდა. მან ასევე შესთავაზა გაეროს უშიშროების საბჭოს, შექმნას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონა სადგურზე.

15 სექტემბერს, სააგენტოს მმართველმა საბჭომ, რომელიც გაეროს 35 წევრი ქვეყნის წარმომადგენლისაგან შედგება,  რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოითხოვა, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია. აშშ და ევროპა სადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას მოითხოვს. ამის მიუხედავად, რუსები აგრძელებენ სადგურის დაბომბვას და ბირთვულ შანტაჟს.

რადიაციული უსაფრთხოების ექსპერტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ავარიას, შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ქარის მიმართულებიდან გამომდინარე, რადიაციულ ღრუბელს, უკრაინის გარდა, შეუძლია დაფაროს როგორც რუსეთი, ბელარუსია და შავი ზღვის წყლის ტერიტორია, ასევე ევროპის ქვეყნები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი