ცნობილი ხდება სავარაუდო კანდიდატები, ვინც ომბუდსმენის შემცვლელად განიხილება

გამოქვეყნდა:

ვისზე შეჯერდებიან  არასამთავრობო ორგანიზაციები და ვის დაასახელებენ ნინო ლომჯარიას შემცვლელად - ოპოზიცია სამოქალაქო სექტორის გადაწყვეტილებას ელოდება. 

კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 29 სექტემბერს გახდება ცნობილი, თუმცა უკვე ცნობილი ხდება მათი ვინაობა, ვისი კანდიდატურებიც განიხილება ომბუდსმენის შემცვლელად. სახელდება ნაზი ჯანეზაშვილი, ანა აბაშიძე, ზვიად ქორიძე და სახალხო დამცველის მოქმედი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. 

ანა აბაშიძე ამბობს, რომ ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა გამოთქვამს მზაობას და არც განაცხადის შეტანას გამორიცხავს.

ზვიად ქორიძე კი  ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მისი კანდიდატურა არ განხილულა და არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჰქონია კომუნიკაცია. 

"ოცნების" დეპუტატი ზარქუა ამბობს, რომ ის მხარს "გირჩის" წევრს, იაგო ხვიჩიას დაუჭერს და მისივე აზრით, ხვიჩია იმაზე უკეთესი ომბუდსმენი იქნება, ვიდრე ნინო ლომჯარიაა.

პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ომბუდსმენობის მხოლოდ 4 კანდიდატია ოფიციალურად დარეგისტრირებული.

განაცხადების მიღების ვადა 29 სექტემბერს იწურება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი