დაახლოებით 1,5 მლნ უკრაინელი რუსეთიდან უკრაინაში ვერ ბრუნდება

გამოქვეყნდა:

დაახლოებით 1,5 მლნ უკრაინელი რუსეთიდან უკრაინაში ვერ ბრუნდება, - ამის შესახებ უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერმა ოლგა სტეფანიშინმა განაცხადა.

მისივე თქმით, უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ისინი რუსეთიდან სახლში ვერ ბრუნდებიან და ნათესავებთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

"დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და გავაორმაგოთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის მოქალაქეების ძალადობრივი ექსპლუატაციის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა სტეფანიშინმა

შეგახსენებთ, რომ  დეპორტაციამდე, რუსი ოკუპანტები უკრაინელებს აიძულებენ ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში შემოწმების გავლას. ხშირად ასეთი ბანაკებიდან ზოგი არ ბრუნდება.

აშშ-ის მონაცემებით, რუსებმა  უკრაინიდან 900 000-დან 1,6 მილიონამდე ადამიანი რუსეთში გადაიყვანეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი