ოდესაში ქართველი "კანონიერი ქურდის", "ანთიმოზის" დაჯგუფების წევრები დააკავეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] ოდესაში სპეცოპერაციის შედეგად, ქართველი "კანონიერი ქურდის", "ანთიმოზის" დაჯგუფების წევრები დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი ადგილობრივ ბიზნესმენებსა და მოსახლეობას ფულს სძალავდნენ, უარის შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ.

ოპერატიული მონაცემებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები მონაწილეობდნენ ადამიანების გატაცებასა და წამებაში, გამოსასყიდის მიღების მიზნით. ასეთი გზით მოპოვებულ ფულს კი „ქურდული სალაროების“ შევსებისთვის იყენებდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა 200 000 დოლარის გამოძალვა სცადეს ოდესელი მეწარმისგან.

სულ დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების სამი ლიდერი. სამართალდამცველებმა მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას აღმოაჩინეს სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, რომლებიც ექსპერტიზაზე გაგზავნეს.

დაჯგუფება ანთიმოზ კუხილავას სახელს უკავშირდება. ის 1956 წელს, საქართველოში დაიბადა და 1975 წელს "ეკურთხა ქურდად"

დაახლოებით 10 წლის წინ, ის კიევის რეგიონში დააკავეს და საქართველოში გაადეპორტეს, საიდანაც შემდეგ თურქეთში გაემგზავრა. სამართალდამცავების თქმით, „ანთიმოზს“ სერიოზული გავლენა ჰქონდა ოდესის ოლქის ტერიტორიაზე. 

ის უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს სანქციების სიაშიც იყო და აკრძალული ჰქონდა უკრაინაში შესვლა. სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თურქეთში დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი