ბრიტანეთმა "რეფერენდუმების" გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

გამოქვეყნდა:

დიდმა ბრიტანეთმა, რუსების მიერ, უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ რეფერენდუმების  გამართვის შემდეგ, სანქციები გააფართოვა.

ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სიაში 92 ფიზიკური და იურიდიული პირია.

უწყების ცნობით, სანქციები დაუწესდა, რუსეთის  33 მოქალაქეს, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთთან შეერთების შესახებ,  ე.წ "რეფერენდუმის" ჩატარების გამო.

სანქციები ასევე გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებზე,  "სოცკობანკის" 10 თანამშრომელზე,"სბერბანკის" 16 და ასევე უკრაინის რეგიონების  სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებზე, სადაც  ე.წ "რეფერენდუმი“ იმართება.

აღნიშნული სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და დიდ ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი