რუსული სპეცრაზმი ლარსზე - მხოლოდ გასულ კვირას რუსეთიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდა

გამოქვეყნდა:

რუსული სამხედრო ტექნიკა და ნიღბიანი სპეცრაზმელები საქართველოს საზღვართან - ლარსის გამშვებ პუნქტთან დღეს დილიდან რუსული არმიის ჯავშანმანქანა და შეიარაღებული სამხედროები განალაგეს. ეფ-ეს-ბე ოფიციალურად განმარტავს, რომ უსაფრთხოებას აკონტროლებს და სამხედრო ბლოკსაგუშაგო თავისივე მოქალაქეების მიერ, რუსეთ- საქართველოს საზღვრის გარღვევის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო. 

პარალელურად, საქართველოში შემოსვლის მსურველთა ნაკადი სულ უფრო იზრდება. საავტომობილო რიგები 30 კილომეტრზეა გადაჭიმული. 

რუსული მხარის ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ გასულ კვირას რუსეთიდან საქართველოში 100 ათასზე მეტი ადამიანი გაიქცა და ეს რიცხვი სულ უფრო გაიზრდება, რადგან პუტინის რეჟიმი უკვე სერიოზულად განიხილავს საზღვრების ჩაკეტვის შესაძლებლობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი