რუსეთში სამოქალაქო უკმაყოფილება მწვავდება - პუტინი რეჟიმს სულ უფრო ამკაცრებს

გამოქვეყნდა:

ასობით ათასი ადამიანი რუსეთიდან გარბის. ისინი ვინც რჩებიან ქუჩაში გამოდიან. პროტესტი პუტინის რეჟიმის, სამხედრო მობილიზაციის და უკრაინასთან ომის წინააღმდეგ სულ უფრო აქტიური ხდება. დაღესტანი, ირკუტსკი, ვოლგოგრადი - ქვეყნის სულ უფრო მეტი რეგიონიდან ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეოკადრები სამოქალაქო დაპირისპირებისა, როდესაც მოქალაქეები პოლიციას და სამხედრო კომისრებს უპირისპირდებიან. 

იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების რამდენიმე შემთხვევაც. ფაქტია, რომ რუსეთში სამოქალაქო უკმაყოფილება სულ უფრო მწვავდება და ამ ფონზე ვლადიმერ პუტინი სულ უფრო ამკაცრებს რეჟიმს. კრემლის ლიდერი აგრძელებს საკადრო წმენდას არმიაში, პოსტებიდან უშვებს გენერლებს, რომლებმაც მისი გეგმები ვერ შეასრულეს. გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე ემზადება კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებს შორისაც ერთ-ერთი რუსეთის საზღვრების ჩაკეტვა იქნება.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი