მთავარი ოპოზიციური პარტია მწვავე კრიზისის რეჟიმშია. პარტიის მხარდამჭერები და წევრები მთავარი ოპოზიციური ძალის მმართველ რგოლს პრეტენზიებს უყენებენ და ცვლილებებს ითხოვენ. აზრთა სხვადასხვაობაა პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც. უკვე გაიჟღერა მოთხოვნამ ნიკა მელიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია მთავარი ოპოზიციური ძალის შიგნით არსებულ მწვავე დაპირისპირებაზე, თუმცა პარტიის ლიდერები მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრობენ და გამორიცხავენ გამიჯვნას.