პუტინმა აშშ-დან გაქცეულ ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა - Reuters

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა, -  ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სნოუდენი რუსეთში დროებით ბინადრობის უფლებით ცხოვრობდა. რუსეთის ხელისუფლებამ  კი მას თავშესაფარი და ცხოვრების უფლება მისცა.

ცნობისთვისმ აშშ-ს დაზვერვის ყოფილ კონტრაქტორი,  ედვარდ სნოუდენი აშშ-დან  2013 წელს გაიქცა, მას შემდეგ, რაც ამერიკული დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვა. დოკუმენტების მიხედვით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსმენდნენ მოქალაქეებს, მათ შორის მსოფლიოს 35 ლიდერის სატელეფონო საუბრებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი